მთავარიპოლიტიკა

ეს არის ომის დანაშაული, რომელიც გამოძიებული უნდა იქნას –  ტოივო კლაარი ტყვეების დახვრეტის შესახებ

თუ ვიდეო რეალურია, მაშინ სომეხი სამხედრო ტყვეების  სიკვდილით დასჯა არის ომის დანაშაული, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა.

„მორიგი საშინელი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც, როგორც ამბობენ, სომეხი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა ხდება. თუ ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, ეს არის ომის დანაშაული, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ“, – დაწერა კლაარმა Twitter-ზე.

სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ვიდეოს ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადგილმდებარეობისა და დროის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან.

ნახეთ მეტი
Back to top button