პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროს  პრესმდივანი სომეხი ტყვეების  დახვრეტის  ამსახველ ვიდეოს გამოეხმაურა

რაც შეეხება ავთენტურობას, ვფიქრობთ, ეჭვგარეშეა, ეს არის აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალებისთვის დამახასიათებელი ხელწერა, განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ თოროსიანმა ტელეგრამის არხებზე გავრცელებულ ვიდეოზე კომენტირებისას, რომელშიც აზერბაიჯანელი სამხედროები სავარაუდოდ სასტიკად ანადგურებენ სომეხ ტყვეებს.

„ადგილისა და დროის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ამ დროისთვის ვერ მოგცემთ, ახლა შესაბამისი ორგანოები ახდენენ ვიდეოს შესწავლას.

ვფიქრობთ, მის ავთენტურობაზე ეჭვი არ უნდა იყოს, ეს არის აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალებისთვის დამახასიათებელი ხელწერა. ეს ხელწერა ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია წინა მსგავსი შემთხვევების უტყუარი მტკიცებულებებით“.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს აზერბაიჯანელების მიერ სომეხი ტყვეების ჯგუფისადმი  სროლა იყო ასახული. ვარაუდობენ, რომ ტრაგიკული შემთხვევა 13-14 სექტემბერს აზერბაიჯანული აგრესიის დროს მოხდა.

ნახეთ მეტი
Back to top button