პოლიტიკა

მენენდესი სთავაზობს შეწყვიტონ აშშ-ის სამხედრო დახმარება აზერბაიჯანისთვის, დაბლოკონ F-16-ების მიყიდვა თურქეთისთვის

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ მენენდესმა წარმოადგინა ორი ცვლილება 2023 წლის ეროვნული თავდაცვის უფლებამოსილების აქტში (NDAA), რომელიც დაბლოკავს აშშ-ს სამხედრო დახმარებას აზერბაიჯანისთვის და შეაჩერებს F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების და განახლების მოწყობილობების მიყიდვას თურქეთისთვის. ამ ინიციატივას მხარს უჭერს ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი (ANCA).

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ სენატორ მენენდესს ლიდერობისთვის ორი უგუნური რეგიონალური ძალის, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში, რომლებიც აშკარა და რეალურ საფრთხეს უქმნიან სომხეთსა და არცახს“, – თქვა ANCA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა არამ ჰამბარიანმა.

27 სექტემბერს რობერტ მენენდესმა და მარკო რუბიომ, ამავე კომიტეტის წევრმა, წარმოადგინეს ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გმობს აზერბაიჯანის ბოლოდროინდელ აგრესიას სომხეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს ამერიკული უსაფრთხოების დახმარება აზერბაიჯანს, გაათავისუფლოს სომეხი ტყვეები და სანქციები დაუწესოს ომის დანაშაულებისთვის.

რეზოლუცია გამოხატავს სოლიდარობას სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და ასევე მოუწოდებს გაუზარდოს ამერიკული დახმარება სომხეთს და არცახს.

მენენდესი ასევე გვთავაზობს შესწორებას შესაბამის რეზოლუციაში, რომლის მიხედვითაც აშშ-ს პრეზიდენტს არ შეუძლია გაყიდოს ან გასცეს ექსპორტის ლიცენზია ახალი თვითმფრინავის ან F-16-ის განახლებისთვის თურქეთის მთავრობას ან რომელიმე თურქულ კომპანიას, თუ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და კონგრესს არ მიეწოდება სერთიფიკატი, რომ ასეთი გადაცემა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია, რომელშიც ასევე იქნება დეტალურად აღწერილი, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა მოწოდებული F-16-ები თურქეთმა ხელახლა აღარ გამოიყენოს საბერძნეთის საჰაერო სივრცის დასარღვევად.

ნახეთ მეტი
Back to top button