მთავარიპოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ

ამ დღეებში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ნატოს სამხედრო განათლების გაუმჯობესების პროგრამის (DEEP) ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწვივნენ.

როგორც   სომხეთში ამერიკის საელჩოს გზავნილიდან ირკვევა, შეერთებულ შტატებში ყოფნისას სომეხი დელეგატები კოლეგებს შეხვდნენ ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში, აშშ-ს არმიის ომის კოლეჯში, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტსა და სახმელეთო ძალების შტაბში.  ისაუბრეს მიღებაზე, ინტეგრაციაზე, აკადემიურ პროგრამებზე და სამხედრო მომზადებაზე.

„აშშ მზადაა ითანამშრომლოს სომხეთთან ჩვენი სახელმწიფოების დასაცავად გავლენიანი ლიდერების მომზადებაში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button