საზოგადოება

სომეხი დამფუძნებლების მიერ შექმნილმა BigStory VC-მა ახალი ინვესტიციები გამოაცხადა

სომხური წარმოშობის კიდევ ორი ​​სტარტაპი, Prelaunch.com და Stylebit, მოხვდა სომეხი დამფუძნებლების მიერ შექმნილ BigStory VC ვენჩურული ფონდის პორტფოლიოში. “არმენპრესის”მიხედვით, ამის შესახებ  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს ფონდის თანადამფუძნებელი დავით ბაღდასარიანი.

„ჩვენ ინვესტიციას ვაკეთებთ მხოლოდ მაშინ, როცა გვჯერა, რომ იდეა კონკურენტუნარიანია მსოფლიო დონეზე, შეიძლება გახდეს რაღაც დიდი და მის უკან დგას მიზნებზე ორიენტირებული, დისციპლინირებული გუნდი ფართო მსოფლმხედველობით. ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ასეთი გუნდები სომხეთში სწრაფად მრავლდებიან“, – აღნიშნა ბაღდასარიანმა.

Prelaunch.com არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს სტარტაპებს შეამოწმონ იდეის სიცოცხლისუნარიანობა და მოთხოვნა რეალური მომხმარებლების იდეებისა და გამოხმაურების საფუძველზე.

Stylebit.io დიზაინის სისტემის ერთიან სამუშაო პროცესში ინტეგრირების და მთელი გუნდის ერთდროულად მუშაობის საშუალებას გაძლევთ.

ამ ინვესტიციის შემდეგ Big Story-ის საინვესტიციო პორტფოლიომ 9 სტარტაპს მიაღწია, რომელთა შორისაა კომპანიები: Docus, Zoomerang, BlueQubit, Sleep Doctor, WildLearner, ProdMap, Mythrill.

გასულ წელს Krisp-ის თანადამფუძნებლებმა დავით ბაღდასარიანმა, არტავაზდ მინასიანმა და Podcastle AI-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა არტო ერიციანმა გამოაცხადეს BigStory VC ვენჩურული ფონდის დაარსება, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში 24 სომხურ სტარტაპში $10 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button