პოლიტიკა

ОДКБ-ს  გენერალურმა მდივანმა სომხეთის  პრემიერ-მინისტრს ახალი წინადადებები გააცნო  – რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთში

ОДКБგენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ რეგიონებში ОДКБერთობლივი შტაბ-ბინის მიერ მომზადებული დაძაბულობის განმუხტვის რეკომენდაციები სომხეთის  პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს განუცხადა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

ОДКБ-ს მისიის ფარგლებში უნდა შემუშავებულიყო რეკომენდაციები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ცალკეულ რეგიონებში დაძაბულობის განმუხტვის შესახებ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა პროცესი და როდის იქნება შედეგები თვალსაჩინო, კოპირკინმა უპასუხა, რომ გასულ კვირას ОДКБ-ს გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი კვლავ ჩამოვიდა სომხეთში და შეხვდა სომხეთის  პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

„რამდენადაც მე ვიცი, მან წარმოადგინა  წინადადებები, რომელთა შემუშავებას აპირებს ОДКБ-ს ერთობლივი შტაბი, რათა შემდეგ  ОДКБ-ს  წევრი ქვეყნების ლიდერებს წარუდგინოს  შესასწავლად. ვფიქრობ, საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებმაც პრაქტიკულად უნდა აჩვენონ ორგანიზაციის ყოფნა და როლი ამ რეგიონში“, – განაცხადა კოპირკინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button