საზოგადოება

აშკარაა, რომ თურქეთი აგრძელებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას: ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს, ცეცხლის შეწყვეტა დაამყარონ, განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ევროპარლამენტში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის მზარდი საკითხის განხილვისას. „აშკარაა, რომ თურქეთი აგრძელებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას“, – განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ ისინი თურქეთს სთხოვენ გამოიყენოს ეს გავლენა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შესამცირებლად. ბორელმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნის მნიშვნელობას, რაც, მისი აზრით, ასევე ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას. „ვისურვებ, რომ მივაღწიოთ მშვიდობას კავკასიის რეგიონში და ბევრ სხვა რეგიონში, სადაც მშვიდობაა საჭირო. სამწუხაროდ, ერთადერთი საშუალება გვაქვს პოლიტიკური გავლენა. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, რომელიც მუდმივ კონტაქტშია ორ ქვეყანასთან და მინსკის ჯგუფის ევროპელ წევრებთან. ჩვენ ასევე გთავაზობთ ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ბორელმა დასძინა, რომ სომეხი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ვიდეოჩანაწერი “საშინელია” და საჭიროა გამოძიება. ტათევ ფრანგიანი

ნახეთ მეტი
Back to top button