მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი პრაღაში ალიევსა და ერდოღანს შეხვდება

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში გაემგზავრება, სადაც ოთხმხრივ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შორის. ამის შესახებ პარლამენტ-მთავრობის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთანაც, ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ამის შესაძლებლობა. თუ არაფერი შეიცვლება, ეს შეხვედრები მოერგება საერთო სამშვიდობო დღის წესრიგის განხილვას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ის პრაღიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება დსთ-ს არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრები ჩეხეთის დედაქალაქში 6 ოქტომბერს, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში იგეგმება.

ნახეთ მეტი
Back to top button