მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთი სომეხ ხალხთან ერთად დგას  –   კეტრინ კოლონა

აზერბაიჯანის შეიარაღებული შეჭრა და თავდასხმები სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე არის გაეროს წესდების დარღვევა. ამის შესახებ საფრანგეთის სენატში ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთი სომეხი ხალხის გვერდით დგას. „ჩვენი ისტორიები დაკავშირებულია მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ლტოლვილები 1915 წლის სომხების გენოციდის შემდეგ. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას სომეხი ხალხისადმი   და გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ მივაღწევთ კონფლიქტის მოლაპარაკებების, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას“, – განაცხადა მან.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი აქტიურ ძალისხმევას მიმართავს სომეხი სამხედრო ტყვეების გასათავისუფლებლად.

„შემიძლია გაცნობოთ, რომ მათგან 17 აზერბაიჯანმა ორი  დღის წინ  გაათავისუფლა“, – ხაზგასმით აღნიშნა კოლონამ და დასძინა, რომ საფრანგეთი, ევროკავშირთან ერთად, ჩართულია ორ ქვეყანას შორის დიალოგის პროცესში, რომელსაც გაგრძელება ექნება.

ნახეთ მეტი
Back to top button