მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა და ამერიკის პან-სომხური კონგრესის წარმომადგენლებმა სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ამერიკის სომხური ასამბლეის სამეურვეო საბჭოს თანათავმჯდომარეები ვან გრიგორიანი და ენტონი ბარსამიანი, ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან არდუნი.

როგორც სომხეთის  მთავრობააცხადებს,  პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ამერიკის სომხური ასამბლეის საქმიანობასა და პროგრამებს სომხეთის რესპუბლიკისა და სომეხი ხალხის საკეთილდღეოდ. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობასა და დიასპორის სომხურ ორგანიზაციებს შორის უწყვეტ დიალოგს და პან-სომხური დღის წესრიგის ირგვლივ კონსოლიდაციას.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული ვითარება, სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევები, სამშობლო-დიასპორის  ურთიერთობანი  და ეროვნული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button