სომეხი სამშვიდობოები საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობენ

სომეხი სამშვიდობოების ქვედანაყოფი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ჰოჰენფელსის მახლობლად მდებარე აშშ-ს ქვეითი ქვედანაყოფის სასწავლო ცენტრში საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ძალების ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი არსენ მანგასარიანი წვრთნებისა და წვრთნების ადგილზე დაკვირვების მიზნით ცენტრს ეწვია და შეხვედრები გამართა ცენტრის წვრთნების დაგეგმვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ თომას ფრონჰოფერთან და USAF-ის 76-ე ქვეითი ბრიგადის მეთაურ პოლკოვნიკ ქრის მაბისთან. შეხვედრებზე ამერიკელმა სამხედროებმა აღნიშნეს სომხური ქვედანაყოფის მომზადებისა და დისციპლინის მაღალი დონე. მიღწეულია შეთანხმება საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში სომეხი სამშვიდობოების მონაწილეობის გაფართოების შესახებ.








