
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან.
პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ამერიკული მხარის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია 13-14 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული აგრესიის შედეგების აღმოსაფხვრელად და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით თანმიმდევრულ ნაბიჯებს. მხარეებმა ხაგი გაუსვეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უპირობო შენარჩუნების აუცილებლობას.
საუბარი შეეხო 6 ოქტომბერს პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოთხმხრივ შეხვედრის შედეგებს. გაეროს წესდებისა და 1991წ. ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავება, ასევე საზღვრის დემარკაციის სამუშაოების განხორციელებას და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის საქმიანობის უზრუნველყოფა.
საუბარი იყო მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვაზე, სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დისკუსიების საერთაშორისო მექანიზმის შექმნაზე და აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნებაზე.
პრემიერმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ირგვლივ შთაბეჭდილებებიც გაუზიარა.
ენტონი ბლინკენმა გამოთქვა აშშ-ის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს მოლაპარაკებების პროცესში და უახლოეს მომავალში სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობის დამყარებაში.







