ამერიკელები ახვედრებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში ისინი ძალიან გაბრაზდებიან. თომ დე ვაალი

შეერთებული შტატები დადებით როლს ასრულებს აზერბაიჯანის ახალი თავდასხმების შეკავებაში სომხეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ “კარნეგის” ფონდის წამყვანმა ანალიტიკოსმა, ყარაბაღის კონფლიქტის ექსპერტმა თომას დე ვაალმა, წერს “თავისუფლება”.
„დადებითი თვალსაზრისით, ჩვენ დავინახეთ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ორი მაღალი თანამდებობის პირის, ენტონი ბლინკენისა და ჯეიკ სალივანის პირადი მონაწილეობა. რამდენიმე თვის წინ ვნახეთ უილიამ ბერნსის საკმაოდ იდუმალი ვიზიტიც. შესაძლოა, ეს არ იყო პირდაპირ კავშირში კონფლიქტთან, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ის არის, ვისაც ეს საკითხი საკმაოდ კარგად ესმის. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ის ჩემი ყოფილი ხელმძღვანელი, „კარნეგის“ ფონდის ყოფილი პრეზიდენტია“, – განაცხადა დე ვაალმა გადაცემა „თავისუფლების“ გადაცემის „კვირის ანალიტიკა ჰრაირ თამრაზიანთან“ ეთერში.
ასე რომ, ამერიკელებმა ეს საკითხი იციან, ამაზე არიან ორიენტირებულნი“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა და განაგრძო. – „მათი ბერკეტები არც თუ ისე ძლიერია, მაგრამ მე ვფიქრობ, დარწმუნებით, ამერიკელები ახვედრებენ, რომ ისინი დიდად გაბრაზდებიან, თუ აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო ქმედება მოხდება“.
დე ვაალი არ არის დარწმუნებული, იქნება თუ არა ეს სერიოზული სამხედრო ოპერაცია: „ალიევმა თავისი სამხედრო ოპერაციები მცირე მასშტაბით შემოფარგლა“. – „გაზაფხულზე ვნახეთ ყარაბაღში, აგვისტოში ვნახეთ ლაჩინის რაიონში და 2020 წლის შემდეგ ყველაზე სერიოზული საბრძოლო მოქმედებები ვნახეთ სექტემბერში. ამგვარად, საბრძოლო მოქმედებები ყოველთვის ორ-სამ დღეს გრძელდებოდა და მერე შესვენება. მე ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ცუდია, რადგან ეს ასუსტებს სამშვიდობო პროცესს, ძირს უთხრის დარეგულირების შანსებს და, რა თქმა უნდა, ძირითადად იმიტომ, რომ ადამიანები იღუპებიან. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ახალი სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე და აქ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო რეაქცია ძლიერი იქნება“.
”ეს უფრო ეხება აზერბაიჯანის მხრიდან ძალისა და დიპლომატიის ამ კომბინაციას, რომელსაც ის იყენებს იმ შედეგების მისაღწევად, რაც პრეზიდენტ ალიევს აქვს წარმოდგენილი”, – თქვა დე ვაალმა.







