
ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ სომხეთში სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე, რომელიც განლაგდება აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ ნდობის გასაძლიერებლად და დელიმიტაციის გასაადვილებლად. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით რადიო “თავისუფლება” იუწყება.
აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დახურულ სხდომაზე მიიღეს.
ახლა განიხილება მისი განხორციელების დეტალები: რამდენი იქნება რომელი ქვეყნიდან და როდის ჩავა სომხეთში. უკვე გადაწყვეტილია, რომ მისია ჩავა სომხეთში, განუცხადა „თავისუფლებას“ ბრიუსელის დიპლომატიურმა წყარომ.







