პოლიტიკა

სომხეთმა უნდა დათმოს თავისი ტერიტორიები: აზერბაიჯანის მმართველი პარტიის დეპუტატმა გამოთქვა პრეტენზია მთელი სომხეთის მიმართ

აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან „ახალი აზერბაიჯანი“  ელმან მამედოვმა გამოთქვა პრეტენზია სომხეთის მთელს  ტერიტორიაზე.

„ე.წ. სომხეთის დღევანდელი სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ჩვენი ისტორიული მიწაა. ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ ეს ტერიტორია – მთელი დასავლეთ ზანგეზური, ისევე როგორც სხვა რეგიონები“, – ციტირებს Microscop Media აზერბაიჯანელ დეპუტატს.

დეპუტატი, რომელიც არ მალავს აზერბაიჯანის „მადას“, მიიჩნევს, რომ სომხეთმა უნდა დათმოს თავისი ტერიტორიები აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილი „ომის დანაშაულისთვის კომპენსაციის სახით“.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მსგავსი პრეტენზიები რეგიონში მშვიდობის დამყარების მიზნით სომხეთის მუდმივი ძალისხმევის ფონზე ჩნდება. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, რეგულარულად მიმართავს პროვოკაციებს საზღვარზე, აქვეყნებს სომეხი ტყვეების მკვლელობისა და წამების ვიდეოებს და ახლა ასევე მოითხოვს, რომ სომხეთმა უბრალოდ დათმოს თავისი მიწები.

რაც შეეხება ომის დანაშაულებს, სწორედ აზერბაიჯანია მთავარი დამნაშავე ასეთ დანაშაულებში, რომლის აღიარებას უკვე იწყებენ მსოფლიო მოთამაშეები და გმობენ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სასტიკ დანაშაულებებს სომეხი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button