
უახლოეს მომავალში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დიდი დელეგაცია სომხეთს ეწვევა. ინფორმაცია Radar Armenia-სთან საუბარში სომხეთის პარლამენტის სპიკერმა წოვინარ ხაჩატრიანმა დაადასტურა.
„დიახ, კონგრესმენები სამუშაო ვიზიტით ჩამოვლენ სომხეთში“, – განაცხადა ხაჩატრიანმა და აღნიშნა, რომ თარიღების შესახებ მკაფიო ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება. „კონგრესმენები სომხეთში ზაფხულში უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ რატომღაც არ გამოვიდა და ვიზიტი მომავალ კვირას გადაიტანეს.
ხაჩატრიანის თქმით, კონგრესმენებსა და ჟურნალისტებს შორის პრესკონფერენციის ფორმატში იქნება კომუნიკაცია. „კონგრესმენები ერთი საერთო რეისით ჩამოვლენ, შემადგენლობაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობით მოდიან“.







