მთავარიპოლიტიკა

პარიზის საქალაქო საბჭომ ერთხმად მიიღო სომეხი ხალხის მხარდასაჭერი რეზოლუცია

13 ოქტომბერს პარიზის საქალაქო საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია სომეხი ხალხის დასაცავად, რომლითაც დაგმო აზერბაიჯანის აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ.   ამის შესახებ საფრანგეთში სომხეთის საელჩო იუწყება.

„რეზოლუციით პარიზი გმობს აზერბაიჯანის აგრესიას სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ და აღწერს აზერბაიჯანის აგრესიას, როგორც საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. პარიზის საქალაქო საბჭო მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას დააწესოს სანქციები  აზერბაიჯანის ლიდერების წინააღმდეგ“, – აცხადებენ საელჩოში.

ნახეთ მეტი
Back to top button