
სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომის ორგანიზება გარკვეული დროის აღნიშვნით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა 31 ოქტომბერს ბრიუსელში მოაწყოს დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხების კომისიების შეხვედრა“, – წერს ფაშინიანი.







