პოლიტიკა

ვარდენისის  მიმართულებით საარტილერიო საშუალებების არსებობა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოძრაობას უკავშირდება  –  თავდაცვის სამინისტრო

ვარდენისის  მიმართულებით საარტილერიო საშუალებების არსებობა პირდაპირ კავშირშია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოძრაობასა და გადაადგილებასთან, რამაც გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 16 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში შეინიშნა  4 ერთეული საარტილერიო დანადგარი, მიმართული  აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ.

„სომხური მხარის ნაბიჯები, რომლებიც განხორციელდა მოცემულ ზონაში დამატებითი აზერბაიჯანული საარტილერიო და საზენიტო საშუალებების განლაგების შემდეგ, ექსკლუზიურად თავდაცვითი ხასიათისაა.

სომხური მხარის ქმედებები სიტუაციის დაძაბვას არ ისახავს მიზნად და იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანული მხარე აღნიშნულ საშუალებებს  გაიტანს  აღნიშნული მიმართულებიდან, სომხური მხარე ასევე გაიტანს თავის დანადგარებსაც.  სომხური მხარე მზადაა ამ საკითხზე მოლაპარაკებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button