პოლიტიკა

ფაშინიანის ტვიტი გეოპოლიტიკური მოვლენების რუკაზე

სწრაფად განვითარებად სიტუაციებში არის ნიუანსები, რომლითაც ექსპერტები და ანალიტიკოსები ცდილობენ  ჩაწვდნენ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის ან პოლიტიკოსის ამა თუ იმ გამოთქმისა თუ პოსტის კონტექსტს, რეალური მიზნებს  ან შესაძლო შედეგებს.

ასეთ პოსტებს შორისაა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ტვიტი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მან შესთავაზა ბრიუსელში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის მორიგი სხდომის ორგანიზება. შეგახსენებთ, რომ საზღვრის დემარკაციის საკითხზე 3 შეხვედრა გაიმართა. პირველი – ერასხის რაიონში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, შემდეგი ორი – მოსკოვსა და ბრიუსელში.

არღვევს თუ არა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ეს წინადადება შუამავალ ქვეყნებს შორის აშკარად მკაფიოდ განსაზღვრულ თანმიმდევრობას? და ასევე, შეიძლება თუ არა ფაშინიანის წინადადება აღიქმებოდეს როგორც რომელიმე შუამავლის უპირატესობა?

რა მომენტებს შეიცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრის წინადადება 31 ოქტომბერს ბრიუსელში საზღვრის დემარკაციის საკითხზე შეხვედრის შესახებ? პრაქტიკული წინადადების გარდა, აქვს თუ არა მას ტენდენცია, საიდანაც შეიძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა?

ჯერ გთავზობთ  რამდენიმე განმარტებას.

შეთავაზება ასტანას შემდეგ გაკეთდა.

შეთავაზება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა შესთავაზა სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.

წინადადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დასავლეთს ადანაშაულებს მისი ინიციატივის უზურპაციის მცდელობაში.

პოლიტოლოგი ჰაიკ სუქიასიანი ამ ყველაფერს საკმარისად მიიჩნევს იმისათვის, რომ გაკეთდეს  გარკვეული ანალიზები  და დასკვნები.

„სომხეთს თავს აქვს მოხვეული  9 ნოემბრის განცხადება, სადაც სომხეთისთვის ერთი-ორი  მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია  პუნქტია:  საზღვრის დემარკაცია ან საზღვრების გახსნა, თუმცა ესეც არ სრულდება.  ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ცალსახად არღვევენ 9 ნოემბრის განცხადებას თითოეული. ამიტომ სომხეთისთვის ამ ფორმატებში სიცოცხლე გამორიცხულია.  სომხეთმა გადაწყვიტა ეძიოს გზები.  დიახ, უნდა ვეცადოთ და აქ გასაკუთრებული არაფერია.  რუსეთი უკრაინაშია გაჭედილი და ჯერ კიდევ დიდ ხანს მოუწევს იქ ყოფნა, ამით  რუსეთი დასუსტდება. ძირითადად, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს. ახლა ეს გლობალური “თამაშია”.  დასავლეთი გამოიყენებს ჩვენს საკითხს რუსეთის წინააღმდეგ,   უკრაინის და სირიის საკითხსაც გამოიყენეს ამ მიზნით. რუსეთი გამოიყენებს ჩვენს საკითხს დასავლეთის წინააღმდეგ, რუსეთი გამოიყენებს ჩვენს საკითხს თურქეთთან დასაახლოებლად. ახლა პრობლემა გვექნება  ჩვენ, ჩვენ  კი ვეძებთ გამოსავალს თუ არა“?

განურჩევლად იმისა, მოვიძიებთ და ვიპოვით თუ არა გადაწყვეტილებებს, ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სომხეთის“ წევრის არმენ გევორგიანისთვის ცხადია, რომ რეგიონში ბალანსის ცვლილების დასაწყისი ჯერ კიდევ 44 დღიანი ომის შემდეგ დაიწყო.

„მოთამაშეების კუთხით, დღევანდელობას მოდით რეალურად შევხედოთ,  თუმცა, მთიან ყარაბაღში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას დღეს რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ, დღეს მაინც რუსეთს აქვს გადამწყვეტი როლი სომხეთში. უბრალოდ, დიახ, არის ტენდენციები, რომ ამ ბალანსის შემდეგ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ის იცვლება არა ჩვენ გამო, არამედ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო“.

პოლიტოლოგი ჰაიკ სუქიასიანის აზრით, სომხური დიპლომატიის მუშაობამ ბოლო პერიოდში გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ ის მაინც ძალიან მცირეა იმისთვის, რომ საკმარისად ჩაითვალოს. პოლიტოლოგი გამოყოფს იმ ქვეყნებს, რომლებთანაც სომხეთისთვის ამ ეტაპზე ინტერესთა დამთხვევაა  და ეს უნდა იქნას გამოყენებული.

„რუსეთის დასუსტებასთან ერთად სომხეთმა დამოუკიდებლობის გაძლიერების პოლიტიკა უნდა გაატაროს. ეს შესაძლებელია ირანთან, ირანი ჩვენს მხარეზე არ არის არცახის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ იბრძვის სომხეთის ტერიტორიების სუვერენიტეტის დაცვისათვის, ამ საკითხში ირანი ჩვენთანაა, ინდოეთი მეტ-ნაკლებად ჩვენს მხარეზეა, აშშ-ში  არის შესაძლებლობა, საფრანგეთში  არის შესაძლებლობა. ამ საყრდენებთან უნდა ვიმუშაოთ. არის სხვა რამ. თუ ამ პოლუსებთან ვიმუშავებთ, რუსეთი დაბალანსდება.  ისიც მოვა ჩვენთან ნორმალურ, მოკავშირე ურთიერთობამდე. რადგან სომხეთი სხვა პოლუსებთან არ მუშაობდა, ის რუსეთს ფეხში გაეგო.  სომხეთს რუსეთისგან არასდროს რაიმეს მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ნორმალურია, დაე, იმუშაონ. შედეგზე ჩვენმა ხალხმა საერთოდ არ უნდა იმუშაოს, რადგან ეს შედეგი 10 წლის შემდეგ შეიძლება დარეგისტრირდეს. ეს არის ტენდენცია, ეს ტენდენცია გვიჩვენებს, რომ სომხეთისთვის ამ გზით შესაძლებლობები წარმოიშობა“.

შესაძლებლობებში პოლიტოლოგი გულისხმობს ბოლო დღეებში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის განცხადებებს.

ბოლო იყო ამერიკიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვედანტ პატელი. ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ მას „არ უნახავს რუსული მხარის ძალისხმევა სომხურ-აზერბაიჯანული მოგვარების პროცესის მხარდასაჭერად“.

წარსულში სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების პარალელურად მოქმედი სამი ფორმატი, სხვადასხვა შუამავლებით, ცდილობდა ერთმანეთის დომენში არ შესულიყო. ამ პროცესის მიმდინარე ეტაპზე აშკარაა, რომ ამ ფორმატებში ინტერესები არა მხოლოდ იკვეთება, არამედ შუამავლები ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ. დასავლურ პლატფორმაზე, პოლიტოლოგი სუქიასიანის აზრით, ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღებ პირობებში სომხეთმა უნდა იმოქმედოს ინტენსიურად და სწრაფად, მსგავს ქმედებას შუამავლებისგანაც მოელის.

პოლიტოლოგის თქმით, დემარკაციისათვის  მუშაობა არ უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბში დაცულ რუკებთან. მისი თქმით, დსთ-ს ფუნდამენტური დოკუმენტებითა და 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციასთან ერთად, რომლითაც მათ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარეს, ყველაფერი უფრო ნათლად ჩანს.

თარგმანი

ავტორი ლენა ბადეიან

ნახეთ მეტი
Back to top button