IMF: საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა, სომხეთი კი ყველაზე სწრაფად ვითარდება

როგორც bm.ge წერს, Forbes.ge -ზე დაყრდნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზები განაახლა, რომლებიც მათ შორის საქართველოს შესახებაც შეიცავს ინფორმაციას. IMF-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში 8.98%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. ამაზე მაღალ ზრდას სავალუტო ფონდი მხოლოდ რვა ქვეყანაში ელის.
IMF-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის – ტოპ 10 ქვეყანა:
1 გაიანა – 57.8%
2 ფიჯი – 12.5%
3 სეიშელი – 10.9%
4 ბარბადოსი – 10.5%
5 სენტ-კიტსი და ნევისი – 9.8%
6 ერაყი – 9.3%
7 სენტ-ლუსია – 9.1%
8 ირლანდია – 9.0%
9 საქართველო – 8.98%
10 მალდივები – 8.7%
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2022 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება – 7%-ით. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. აზერბაიჯანის ეკონომიკა – 3.7%-ით, თურქეთის ეკონომიკა კი 5%-ით გაიზრდება.
რუსეთის ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდება.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს 13 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, მათ შორის, ყველაზე მეტად – 35%-ით უკრაინის ეკონომიკა შემცირდება. 19%-ით შემცირდება ლიბიის ეკონომიკა, ხოლო შრი-ლანკის – 9%-ით.







