პოლიტიკა
ალიევის ჩინოვნიკმა „დიდ აზერბაიჯანში“ შეიყვანა რუსეთის, საქართველოს, ირანის და ერაყის ტერიტორიები.

აზერბაიჯანი აღარ მალავს ტერიტორიულ პრეტენზიებს ყველა მეზობელი სახელმწიფოს მიმართ, გარდა თურქეთისა.
აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელი ელმადინ ბეჰბუდი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის ფონდის (NGO) პრესსამსახურის ხელმძღვანელი, წარმოადგენს „დიდ აზერბაიჯანს“ საზღვრებით, რომელიც მოიცავს სომხეთს (ერევანი), რუსეთს (დერბენტი), საქართველოს(მარნეული), ერაყს (მოსულსა და კირკუკს) და ირანის ვრცელ ტერიტორიას.
”როგორც ჩანს, დაიმორცხვა და თურქეთის ტერიტორიები არ ჩართო“, – დაწერა ჟურნალისტმა ჯოშუა კუჩერამ ტვიტერზე.








