გაიზრდება ჯარიმის ოდენობა დასაშვებ წონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვისთვის. პროექტი

დაიწყო ეროვნული ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. განიხილება სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურ წონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვის ჯარიმის ოდენობა გაიზრდება.
პროექტის პრეზენტაციისას სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინსპექტირების ორგანოების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა არმენ დანიელიანმა, განაცხადა: „პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო მაგისტრალებზე დასაშვებ მაქსიმალურ მასაზე მეტი მძიმეწონიანი ან ერთღერძული დატვირთვის მქონე მანქანებით გადაადგილებისთვის 200 000 დრამის (დაახლოებით 500 აშშ დოლარი) ჯარიმის შეცვლას და დაწესდეს ჯარიმა 1 ტონამდე გადაჭარბებული მასის შემთხვევაში – 200 000 დრამი (დაახლოებით 500 აშშ დოლარი), ხოლო ყოველ ზედმეტ ტონაზე 200 000 დრამის (დაახლოებით 500 აშშ დოლარი) ჯარიმა. მოქმედი რეგულაციებით, დასაშვები მასის 1 ტონით თუ 5 ტონით გადაჭარბებისას, პასუხისმგებლობა იგივეა, თუმცა გზაზე მიყენებული ზიანი რადიკალურად განსხვავებულია. იგეგმება სამართალდარღვევისა და გზაზე მიყენებული ზიანის შესაბამისი პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენება. ანუ რაც უფრო დიდი იქნება ტვირთის წონა მით მეტი იქნება პასუხისმგებლობის ოდენობა. პროექტის მიზანია სამართლიანობა, ასევე გზების დაზიანების შემცირება. პროექტი ასევე განსაზღვრავს ახალ დებულებას, რომლის მიხედვითაც, ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული ბრძანების შეუსრულებლობის ან საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის ზომა: ფიზიკური პირის მიმართ 150 (დაახლოებით 280 აშშ დოლარი) ათასი დრამი. იურიდიული და თანამდებობის პირისთვის 250 (დაახლოებით 625 აშშ დოლარი) ათასი დრამი.







