საერთაშორისო

საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ მეზობლებთან მიმართებაში ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე” – ილია დარჩიაშვილი 

“სამხრეთ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე,” – როგორც ქართული მედია წერს, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიური განვითარების ხელშეწყობა.

“როგორც პრემიერის მიერ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გაჟღერდა, აუცილებელია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობების, ეკონომიკური ზრდის რეგიონად.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სამეზობლო მშვიდობიანი ინიციატივის კუთხით საქართველოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნდობის აღდგენას. ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. აღნიშნული იდეა კვლავ გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამაც. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის პრაქტიკული ასპექტებიც,” – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button