მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის მუშაობის დაწყებას

სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის მუშაობის დაწყებას.

მთავრობის სხდომაზე მან აღნიშნა, რომ 40 კაციანი ძირითადი ჯგუფი სომხეთში უახლოეს მომავალში ჩამოვა.

მისი თქმით: „თავიდანვე იგეგმებოდა, რომ სადამკვირვებლო მისიას  2 თვე უნდა ემუშავა. ჩვენს საექსპერტო სფეროში კი არის მოსაზრებები, რომ სადამკვირვებლო მისიის ვადა უნდა გაგრძელდეს, ის მუდმივი გახდეს. ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს არის თემა, რომელიც განიხილება ჩვენს საზოგადოებაში და ექსპერტულ წრეებში. თუ ასეთ შესაძლებლობას და აუცილებლობას დავინახავთ, არ გამოვრიცხავთ, რომ პრობლემა უფრო ღრმად იქნება შესწავლილი“.

ნახეთ მეტი
Back to top button