მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირმა სომხეთში განლაგებული სადამკვირვებლო მისიის დეტალები გამოაქვეყნა

ევროკავშირმა აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთში განლაგებული სადამკვირვებლო მისიის დეტალები გამოაქვეყნა.

„არმენპრესის“ ცნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთში ევროკავშირის მონიტორინგი  შეასრულებს ორ ძირითად ამოცანას, პირველი, მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის განმტკიცებას, ყურადღება მიაქციოს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვას ორივე მხარემ.   მეორე, ადგილზე ანგარიშების მეშვეობით ევროკავშირის გუნდი მონიტორინგს გაუწევს სიტუაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში.

ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ დაუჭიროს მხარი  ორივე მხარის სასაზღვრო კომისიების მუშაობას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის სომხურ მხარეს მხოლოდ სამოქალაქო დამკვირვებლები განთავსდებიან. ევროკავშირის დამკვირვებლები განახორციელებენ თავიანთ დაკვირვებებს საზღვარზე,  მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე.

მისია არ კისრულობს  მოსამართლის როლს, მაგრამ სიტუაციის შესახებ თავის დაკვირვებებს ევროპულ სტრუქტურებსა და სამსახურებს გადასცემს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მჭიდროდ არის ჩართული ორ მხარეს შორის სამშვიდობო პროცესის მართვაში.

ნახეთ მეტი
Back to top button