მთავარიპოლიტიკა

ირანული მხარე არ აღიარებს ისტორიული საზღვრების შეცვლას რეგიონში  –   ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის მხარე სრულიად ეწინააღმდეგება რეგიონში უცხოელი წარმომადგენლების ყოფნას, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერევანში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შიდა წარმომადგენლების აქტიურობა. ირანული მხარე არ მიიღებს ისტორიული საზღვრების შეცვლას რეგიონში, ეს ჩვენი „წითელი ხაზია“ და ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ ამის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button