საზოგადოება

ქუთაისის აეროპორტის გახსნა გადაიდო

,,მთავარი არხი” წერს, რომ ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის მიზეზად აეროპორტების გაერთიანება  მეტეოროლოგიური პირობებს ასახელებს. 

“არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ფრენების მიღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრიდან განახლდება”,- უთხრეს BMG-ის აეროპორტების გაერთიანებაში. 

რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა რეისი თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დროებით დაიხურა და ფრენები თბილისის აეროპორტიდან ხორციელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button