Bellingcat-მა გამოავლინა აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ადგილი

ბოლო კვირების განმავლობაში აზერბაიჯანის ჯარისკაცების მიერ სომეხი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯაზე ორი ვიდეო გამოქვეყნდა, რაც ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში. Bellingcat-მა ჩაატარა ერთ-ერთი ვიდეოს ანალიზი, გაარკვია მისი ადგილი და აღმოაჩინა რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს მის ქრონოლოგიურ მდებარეობას. ორგანიზაციის გამოძიების თანახმად, ამ თვის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა შემზარავი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ესვრიან ჯარისკაცების ჯგუფი 9 უიარაღო ტყვეს გორაზე, შავი ტბის მახლობლად, სავარაუდოდ, 13 სექტემბერს. გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სამხედრო ტყვეების სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით სარჩელი შეაქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC). მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ეს უარყო და 1992 წელს ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხური ძალების მიერ თითქოსდა განხორციელებულ “უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტაში” დაადანაშაულა. Bellingcat-ის მიერ ვიდეოების ანალიზმა არ გამოავლინა მონტაჟის ან გაყალბების ნიშნები. ორგანიზაციამ შეადარა გრაფიკული კონტენტი ვიდეო ჩარჩოებში და მასთან დაკავშირებული სურათები იმავე ადგილიდან. საგამოძიებო ჯგუფის ექსპერტმა კარლოს გონსალესმა, რომელიც ადარებს გუგლის რუკებს, სატელიტურ სურათებს და ღია წყაროებში არსებულ უამრავ სხვა მონაცემს, აღნიშნა, რომ ვიდეოში მოსმენილი აზერბაიჯანული სიტყვებიდან, ასევე ჯარისკაცების ფორმების ნიშნებიდან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებიდან არიან. ამბობენ, რომ ტვიტერსა და ტელეგრამაში რამდენიმე პოსტი გავრცელდა, რომ ვიდეოს შესაძლო ლოკაცია ყოფილიყო შავი ტბის მიმდებარედ იშხანის მთა თუმცა, როგორც ჩანს, კოორდინატები არ ემთხვევა კადრებს, აღნიშნავს Bellingcat-ი. 3 ოქტომბერს Libération-ის ჟურნალისტებმა ალექსანდრე ჰორნმა და ფაბიან ლებუკმა განაცხადეს, რომ კადრები გადაღებულია სომხეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვარზე, ტბის სამხრეთით მდებარე მთიანეთში.







