
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 25-26 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში ჩავა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრი მირზოიანის შეხვედრები წმინდა საყდრისა და მალტის სუვერენული ორდენის მაღალჩინოსნებთან.
პაპის ტაძარში „სანტა მარია მაჯორე“ არარატ მირზოიანი დაესწრება ლიტურგიას სახელწოდებით “მშვიდობა სომხეთს”.







