აშშ სომხეთის ეკონომიკის გაძლიერების პროექტში 25 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სომხეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალი პროგრამის დაწყებას აპირებს. მისი ბიუჯეტი შეიძლება იყოს 25 მილიონი დოლარი. დეპარტამენტმა გამოაცხადა სპეციალისტების ძებნა, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებას ითავებენ, წერს RT.
„USAID-ის პროექტი „ეკონომიკური ფონდი სტაბილური სომხეთისთვის“ გააძლიერებს სომხეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ასევე ეკონომიკური ზრდის ეტაპებზე მოგების უზრუნველყოფის უნარს და ეკონომიკური ვარდნის ეტაპების გადალახვას“, – აღნიშნულია პროექტის აღწერაში..
პროგრამა ხუთი წლის განმავლობაშია დაგეგმილი. ამ დროის განმავლობაში კონტრაქტორებმა უნდა ითანამშრომლონ რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებთან, მათ შორის ეკონომიკისა და მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროებთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. პროექტის განსახორციელებლად 25 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება.
როგორც USAID-მა აღნიშნა, სომხეთი ბოლო წლებში რამდენიმე კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის უნდა აღინიშნოს კორონავირუსის პანდემია, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის ომი.
„ეს პროექტი ყურადღებას გაამახვილებს სომხეთის ეკონომიკურ დაუცველობაზე და გააძლიერებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას ასეთი გამოწვევების წინააღმდეგ“, – ნათქვამია დოკუმენტში.







