იყიდის თუ არა ევროპა რუსულ გაზს თურქეთის გავლით

ჩეხეთის რესპუბლიკა მოელის, რომ ევროპა არ შეისყიდის რუსულ გაზს თურქეთის „გაზის ჰაბით“. თურქულ გაზეთ Dünya-სთან ინტერვიუში ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა იოსეფ სიკელამ განაცხადა და დასძინა, რომ ევროპაში სერიოზული დისკუსიები გაიმართა გაზისა და ნავთობის შესახებ. მისი თქმით, რუსული გაზის მიწოდება და იმპორტი ევროპისთვის დიდი პრობლემაა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტი ჩრდილოეთის ნაკადიდან შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში გადაიტანოს. რუსეთის ლიდერმა ეს იდეა თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა.
დავალებული იქნა საკითხის საფუძვლიანად და სწრაფად განხილვა. კრემლმა განაცხადა, რომ თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის ინიციატივა მოსკოვისა და ანკარას ინტერესებშია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა ადრე განაცხადა, რომ ევროპას შეუძლია რუსული გაზის გამოყენება თურქეთის ტერიტორიის გავლით.







