საზოგადოება

ჩრდილოეთ ოსეთში „ზემო ლარსის“ საგუშაგოს მოდერნიზება 2023 წელს დასრულდება

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ზემო ლარსის“ საგუშაგოს მოდერნიზაციის დასრულებას 2023 წელს გეგმავს, სატრანსპორტო ზოლების რაოდენობა 39-მდე გაიზრდება, იუწყება რეგიონის ხელმძღვანელის პრესსამსახური.

„ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სასაზღვრო პუნქტის მოდერნიზაციის სამუშაოები გრძელდება. რეკონსტრუქცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ზოლების რაოდენობის 39-მდე გაზრდა, ასევე მანქანებისთვის დამატებითი პარკირების ადგილების შექმნა, სატვირთო და სამგზავრო მანქანების ნაკადების გამიჯვნა, სასაზღვრო საბაჟო კონტროლის შენობის მშენებლობა და კინოლოგიური სამსახურის მოდერნიზება.

ნახეთ მეტი
Back to top button