პოლიტიკა

“დასავლეთი ცდილობს მოსკოვსა და ერევანს შორის შუღლი დანერგოს”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სომხეთში კონსტანტინე ზატულინისა და მარგარიტა სიმონიანის არასასურველ პირებად ცნობის თემაზე ისაუბრა. „ჩვენ ვერ აღვიქვამთ ზატულინის და სიმონიანის არასასურველ პირებად აღიარებას. შეგახსენებთ, საუბარია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატზე და რუსული მასმედიის მთავარ რედაქტორზე. ახსნა-განმარტების მისაღებად მაშინვე დიპლომატიური არხებით მივმართეთ სომხურ მხარეს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ძნელია მისი ინტერპრეტაცია, როგორც მეგობრული ნაბიჯი, რომელიც შეეფერება ჩვენს სამოკავშირეო ურთიერთობებს. როცა პასუხს მივიღებთ, გავიგებთ ჩვენს რეაქციას და შემდგომ ნაბიჯებს“,- დასძინა ზახაროვამ.

„არ ვისურვებდი ხელოვნური მიზეზების შექმნას, როდესაც დასავლეთი მიზანმიმართულად ცდილობს სიტუაციის ჩაშლას და მოსკოვისა და ერევნის ურთიერთობებში შუღლის დანერგვას“.

ნახეთ მეტი
Back to top button