
31 ოქტომბერს სოჭში დაგეგმილ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამმხრივ შეხვედრაზე სომხური მხარის დღის წესრიგში იქნება უკანასკნელ 1 წელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებების მიღება, საუბარი აზერბაიჯანის აგრესიაზე და სამმხრივი განცხადებების განხორციელების ანალიზი, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა სარგის ხანდანიანმა განაცხადა.
„ამ ფორმატში სამმხრივი შეხვედრიდან ერთი წელი გავიდა. სომხური მხარის დღის წესრიგშია იმ საკითხების გარკვევა, რაც მოხდა ამ მომენტიდან დღემდე, ბოლო 1 წლის განმავლობაში, კერძოდ, განხილული იქნება ბოლო აზერბაიჯანული აგრესია და მისი შედეგები. ასევე, სომხური მხარე მოელის, რომ მოხდება 9 ნოემბრის, 11 იანვრის და გასული წლის ნოემბრის განცხადებების შესრულების ანალიზი“, – განაცხადა ხანდანიანმა.
ხოლო სომხეთიდან აზერბაიჯანის ჯარების გაყვანა არის სრ დღის წესრიგი ნებისმიერ პლატფორმაზე. ეს არის წითელი ხაზი და მოთხოვნა სომხეთისთვის.







