
კუხო-ს გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა ბელორუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას მიაწოდა ინფორმაცია 23 ნოემბერს ერევანში გასამართი კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სესიის მომზადების პროცესის, ასევე, კოლექტიური უშიშროების საბჭოს ცალკეული მითითებების რამდენიმე პუნქტის განხორციელების შესახებ. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ იუწყება კუხო-ს სამდივნო.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროში არსებული ვითარება, მათ შორის 28 ოქტომბერს გამართული კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სესიის შედეგები.







