მთავარიპოლიტიკა

თუ აზერბაიჯანი მოისურვებს  გამოიყენოს 3 საგუშაგო, სომხური მხარე მზად არის მიიღოს წინადადება – სომხეთის შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე  

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 3 საგუშაგო თითქმის მზად არის და თუ აზერბაიჯანს სურს ამ საგუშაგოების გამოყენება, სომხური მხარე მზად არის მიიღოს ისინი.  როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსტამ ბადასიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილების პროექტზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 3 საგუშაგოს გახსნის შესახებ. https://armenpress.am/arm/news/1096181.html?

„ყველა ის ნაბიჯი, რაზეც იყო საუბარი, გადაიდგა, დოკუმენტირებულია, მთავრობის გადაწყვეტილებები შევიდა e-draft-ში,  შემდეგ გადაეგზავნა პრემიერის შტაბს, სამ დაინტერესებულ  დეპარტამენტს. გარკვეული სამუშაოები აღნიშნულ საგუშაგოებზეც ჩატარდა. უკვე განსაზღვრულია სასაზღვრო გამშვები პუნქტები და კონტროლის რეჟიმები“, – განაცხადა ბადასიანმა და დასძინა, რომ ელოდებიან აზერბაიჯანის დადებით პასუხს.

კითხვაზე: რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესებს, შკ-ის თავმჯდომარემ უპასუხა:

„არავითარი, რა საფრთხეებზეა საუბარი? ჩვენ განვაცხადეთ, რომ განბლოკვის დღის წესრიგი ხელისუფლებისთვის ნამდვილად მისაღები დღის წესრიგია და მასზე დაყრდნობით გადავდგით ნაბიჯები. პროცესი შეიძლება ითქვას დასრულებულია. თუ მეორე მხარეც მზად არის ისარგებლოს ასეთი პუნქტებით მოწოდებული სერვისებით, მაშინ ჩვენ მზად ვართ“, – დაასკვნა ბადასიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button