სომხეთში შეიქმნება პოლიციის გვარდია

სომხეთში, პოლიციის ძალების, სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტისა და საგზაო პოლიციის ბადრაგის განყოფილების ბაზაზე პოლიციის გვარდიის შექმნა იგეგმება. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას პოლიციის უფროსის მოადგილემ არა ფიდანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შსს-ს ჩამოყალიბების შემდეგ რადიკალური ცვლილებები და პოლიციის სტრუქტურისა და ფუნქციების ხელახალი ინტერპრეტაცია განხორციელდება.
„ჩვენ ვგეგმავთ პოლიციის გვარდიას დავაკისროთ შემდეგი ფუნქციები: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების შენობებისა და ნაგებობების, აგრეთვე მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაღალი თანამდებობის პირების, ასევე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული უცხოური დელეგაციების წარმომადგენლების თანხლება, სპეციალური ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ.“, – განაცხადა ფიდანიანმა.







