მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა  გამარტივდება  – სომხეთის შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე  

ბაგრატაშენის გამსვლელი პუნქტის შეკეთების შემდეგ სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მნიშვნელოვნად გამარტივდება. ამის შესახებ 1 ნოემბერს, ეროვნულ ასამბლეაში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე,სშკ თავმჯდომარემ რუსტამ ბადასიანმა განაცხადა.https://news.am/arm/news/728038.html?f

მომავალ წელს, როგორც სშკ-ს  ხელმძღვანელმა აღნიშნა, საგუშაგოს შეკეთება დაიწყება. გარდა ამისა, გამოცალკევდება  გასასვლელი ფიზიკური პირებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

„ამგვარად, მანქანებით და ავტობუსებით გადაადგილებულ მოქალაქეებს არ მოუწევთ რიგში დგომა სატვირთო მანქანების უკან. ბაგრატაშენის გამშვები პუნქტის, ასევე მეღრის საგუშაგოს განახლება ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდება“, – განაცხადა ბადასიანმა.

ამასთან, რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბაჟო საწყობიდან გასვლისას ბიზნესისთვის საქონლის წინასწარი დეკლარაციის პრაქტიკა დაინერგება. ყოველივე ამის შედეგად როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საბაჟო შემოწმება მნიშვნელოვნად გამარტივდება,  საზღვრის გადაკვეთის დრო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საგრძნობლად შემცირდება.

ნახეთ მეტი
Back to top button