
2023 წელს სომხეთში ორი მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი. შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო დაზვერვის სამსახური. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
„ორივე საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა მალე მიიღებს და ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნება. უაღრესად მნიშვნელოვანია საგარეო დაზვერვის სამსახურის შექმნა. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ მრავალი დისკუსიის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურის საქმიანობა არ უნდა შედიოდეს ჩვენი სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულებების საქმიანობის ლოგიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავს. “ – განაცხადა პრემიერმა.







