ეკონომიკა
სომხეთის ეკონომიკაში 328 548 623 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა – ვაჰან ქერობიანი

გასულ წელს სომხეთში 328 548 623 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამ თანხიდან EAEU ქვეყნების წილმა შეადგინა დაახლოებით 102 226 429 დოლარი ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში, საპარლამენტო მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, 2021წ. სომხეთის ეკონომიკის რეალურ სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 521 303 930 დოლარი შეადგინა. მათში EATM-ის წილი 81 374 272 დოლარი იყო.







