ანალიტიკამთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანში ძალიან კარგად იციან, რომ ახალი კონფლიქტის წინაშე დგანან, რომელიც შესაძლოა უცხო ძალების წაქეზებით აფეთქდეს. თურქოლოგი

დღეს ირანი აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის დიდ თავის ტკივილად იქცა, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა თურქოლოგ-ქურდოლოგმა კარენ ჰოვჰანნისიანმა.

https://news.am/arm/news/728851.html?

„ათი წლის წინ აზერბაიჯანისთვის თავის ტკივილი ვიყავით ჩვენ, თურქეთისთვის კი ქურთები, ახლა წინა პლანზე წამოვიდა ირანის ფაქტორი.

თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ამ რეგიონში მათი პოზიციების გაძლიერებას ხელს უშლის ერთი სახელმწიფო – ირანი.

ეს სიახლე არ არის, უბრალოდ, მოვლენების ცვლილებებმა ირანის პოზიციები უფრო მწვავე გახადა, რის შესახებაც მხოლოდ ვარაუდობდნენ საექსპერტო და ანალიტიკურ სფეროებში.

აზერბაიჯანში ძალიან კარგად იციან, რომ ახალი კონფლიქტის წინაშე დგანან, რომელიც შეიძლება აფეთქდეს უცხო ძალების წაქეზებითა თუ მითითებით.

ამჟამად, ვფიქრობ, აზერბაიჯანის მთავრობას თურქეთის მთავრობა აკავებს ირანთან მკაცრი ურთიერთობისგან, რადგან თურქეთი საკმაოდ რეალისტურია და კარგად იცის, რად გადაიქცევა რეგიონი, განსაკუთრებით აზერბაიჯანი, თუ დიქტატორი ბაქო ასეთ ნაბიჯს გადადგამს…

ალიევი, რომელიც გატაცებულია გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერით, ვერც კი აცნობიერებს, რომ 44-დღიან ომში აზერბაიჯანული მხარის წარმატებებს არაფერი აქვს საერთო მის პიროვნებასთან და მით უმეტეს აზერბაიჯანის სახელწოდებით ხელოვნურად შექმნილ ერთეულთან“, – დაწერა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button