კულტურა

Armenia Wine-ის წითელი ღვინო „ერევანი“   ჟურნალ The Guardian-ის ფუცლებზე

ღვინის სფეროში ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ფიონა ბეკეტი ჟურნალ The Guardian-ის გვერდებზე წარმოგიდგენთ 5 ღვინოს ზამთრის ცივი დღეების დასთბობად, მათ შორის არის Armenia Wine Company-ს წითელი ღვინო „ერევანი“. ამის შესახებ ცნობას „არმენპრესი“ აქვეყნებს. https://armenpress.am/arm/news/1096497.html

„ახლა ყველა ჩვენთაგანს სითბო გვჭირდება, რომ შევძლოთ და გავუმკლავდეთ რუხ ფერებს.  მე ამის საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია  კარგი საკვები, ჩახუტება, თბილი პლედი, სურნელოვანი სანთლები და კარგი ღვინო, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გამათბობელი“ ღვინო“.

„გამათბობელი“ ღვინოები ნეტარ გრძნობებს იწვევს. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ღვინოების ძიების გზაზე ისე მიმიზიდა  სომხურმა წითელმა, რომ მომიწია  მისი სიაში შეყვანა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი გემოს გამო“, – აღნიშნავს ფიონა ბეკეტი.

„მათ, ვისაც სასმელის დარეგულირება სურს, ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ საკითხი რაოდენობაში კი არა, ხარისხშია“, – გვარწმუნებს ღვინის მცოდნე და დასძენს, რომ საკითხი ძვირადღირებული ან ცნობილი ღვინოები კი არ არის, არამედ ის ღვინოები, რომლებიც კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

Armenia Wine-ის ერევნის სერია გამოირჩევა დელიკატური და მრავალფეროვანი თაიგულებით. ის არა მარტო სომხეთში, არამედ 30-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და ბევრი ღვინის მოყვარულის ფავორიტი  გახდა.   „ერევანის“ წითელს კი, რომელმაც The Guardian-ის ყურადღება მიიპყრო, აქვს 15-ზე მეტი უმაღლესი ჯილდო ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსებიდან და გამოფენებიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button