პოლიტიკა

აზერბაიჯან-ირანის დაძაბულობა შეიძლება ფეთქებადი იყოს რეგიონისთვის  – ექსპერტები

ირანში რევოლუციის მოწყობა უკიდურესად რთულია და ამჟამად გაუგებარია, თუ როგორ დასრულდება ირანში ათასობით ადამიანის პროტესტი. ასეთ აზრს  გამოთქვამენ ანალიტიკოსები ირანში განვითარებულ მოვლენებზე. ისინი იხსენებენ პრეცედენტებს, როდესაც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ მოახერხა პროტესტის ყველაზე მკვეთრი ტალღების ჩახშობაც კი. ამის პარალელურად, თეირანსა და ბაქოს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. ამას შეიძლება საშიში შედეგები მოჰყვეს, ამბობენ  ექსპერტები.

თეირანსა და ბაქოს შორის დაძაბულობა სულ უფრო ღრმავდება.   ნახჭევანში   ირანთან შეერთების მოწოდებებიც კი  გაისმის. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თეირანის მოთხოვნა ნახჭევანში ირანის ჯარების განლაგების და ნახიჯევანის ირანთან შეერთების შესახებ პროვოკაციაა. ხოლო  მოწოდებები უსაფრთხოების და სოციალური სირთულეების გამო ვრცელდება, რასაც იწვევს    აზერბაიჯანის ხელისუფლება ნახჭევანში.

ჯერ კიდევ გასულ კვირას აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა  ქვეყანაში ირანის სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში მოქმედი შეიარაღებული ქსელის აღმოჩენის შესახებ, რომელსაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მოქალაქეები  თეირანის გავლით სირიაში გადაჰყავდა იქ სამხედრო მოსამზადებელი სწავლების გავლის მიზნით.  

აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე ბაქოში ოპოზიცია თეირანის ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გასამართად ემზადება.

პარტია „მუსავათი“ 15 ნოემბერს აზერბაიჯანში ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

აზერბაიჯანში ამ დაძაბულობას მოჰყვა ირანის სამართალდამცავების განცხადება, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბერს შირაზში შაჰ ჩერაგის საფლავზე მომხდარ  ტერორისტულ აქტს  კოორდინაციას უწევდა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც კავშირი ჰქონდა ტერორისტულ დაჯგუფებასთან  “ისლამური სახელმწიფო”.  ირანის დაზვერვისა და უშიშროების სამინისტრომ უკვე გაავრცელა მეორე განცხადება შაჰ ჩერაგის სალოცავზე მომხდარი ტერაქტის შესახებ, სადაც გარკვევით წერია, რომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები არ არიან ირანელები, არამედ აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის და ავღანეთის მოქალაქეები.

ირანის მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. უკვე დაკავებულია 26 ტერორისტი…

ირანში ვითარება დაახლოებით ერთი თვის წინ, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიძაბა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონა ხოჯაბის არასწორად ტარების გამო სასტიკად სცემეს. ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო ძალადობრივი ხდება და ვინაიდან ამ მეზობელ ქვეყანაში ინტერნეტი დახურულია ინფორმაცია ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა. უფლებადამცველი ორგანიზაცია Iran Human Rights იტყობინება, რომ პოლიციასთან შეტაკების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პოლიცია აქციის მონაწილეებს „ღვთის მტრობას“ და „დედამიწაზე ცოდვების გავრცელებაში“ ადანაშაულებს, რისთვისაც სიკვდილით დასჯაა დაწესებული.  პროტესტის ნიშნად ახალგაზრდა ირანელები მეჩეთებთან აქციებს მართავენ.

თეირანსა და ბაქოს შორის პოლიტიკურ უთანხმოებებს თან ახლავს ირანისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მასშტაბური წვრთნები ერთმანეთის მიყოლებით.

ირანიოლოგი არმენ ვარდანიანი:

„სიტუაცია ძალიან  სერიოზულია და ბევრგან დემონსტრანტები უპატივცემულობას გამოხატავენ ისლამური სახელმწიფოს სიმბოლოების მიმართ, ბილწავენ  სულიერი ლიდერის,  ისლამური რევოლუციის განმახორციელებელი ხამენეის სურათებს. სიტუაციის ანალიზს მივყავართ დასკვნამდე, რომ ბევრ ქალაქში ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს. სიტუაცია უკონტროლოა და შესაძლოა დომინოს ეფექტით სხვა ქალაქებშიც გავრცელდეს“.

მიუხედავად ამისა, ირანი საკმაოდ ჩაკეტილი ქვეყანაა და დემონსტრაციების თავიდან ასაცილებლად, საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად, ზოგიერთი ცნობით, გამოიყენება არა მხოლოდ პოლიციის ძალები, არამედ რეგულარული არმია და რევოლუციი დაცვის კორპუსის (IRPC)  ძალები.

„ირანში რევოლუციის მოწყობა უკიდურესად რთულია და მათ ნამდვილად არ შეუძლიათ იმის მტკიცება, თუ როგორ დასრულდება ეს დემონსტრაციები. წინა წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იყო შემთხვევები, როცა ასიათასობით, მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, იყო სისხლისღვრა, იყო შეტაკებები, მაგრამ საბოლოოდ ხელისუფლებამ მოახერხა პროტესტის ტალღების ჩახშობა.

ირანოლოგი ჰარუთ არაქელიანი აცხადებს, რომ ირანში დემონსტრაციებისა და პოლიციასთან შეტაკების გამო ისეთი ქაოსია, რომ ერთ შეხედვით ძნელია იმის  გარჩევა ეს სირიაა,  თუ ირანი.

თუმცა რუსეთი და ჩინეთი ნაბიჯებს ახორციელებენ  ამ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რუსეთი ირანში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს ახალი მაღაროების ათვისებისა და ექსპორტის მოცულობის გასაზრდელად.

ირანის სააგენტო Mehr-ი წერს, რომ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა დოკუმენტს რუსეთში  მილსადენ   „ტაბაშის“ მშენებლობის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ოთხი წელი დასჭირდება. მინისტრის თქმით, ამ მილსადენის ექსპორტით დღეში 150 000 ბარელი ნავთობპროდუქტის გატანა იქნება შესაძლებელი.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი არტურ ხაჩიკიანი ირანში რეჟიმის შესაძლო შეცვლას სომხეთისთვის სარისკოდ მიიჩნევს, გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი სერიოზული საფრთხე.

„ახლახან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ირანი დაასრულებს თავის ბირთვულ პროგრამას რამდენიმე თვეში ან რამდენიმე კვირაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი რამდენიმე კვირაში და აშკარაა, რომ ამას არც აშშ და არც ისრაელი არ დაუშვებენ. ეს ნიშნავს, რომ ერთ, ორ თვეში განხორციელდება რაიმე სახის პრევენციული დარტყმა. რა გავლენას იქონიებს ეს ჩვენზე? რეგიონში ასეთი მოვლენების პირობებში ექსპერტები რისკებს სომხეთსაც უწინასწარმეტყველებენ –  აზერბაიჯანის მხრივ.  

ნახეთ მეტი
Back to top button