მთავარიპოლიტიკა

ელჩმა სმბატიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობას

10 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი. როგორც “არსმენპრესს” აცნობეს საქართველოში სომხეთის საელჩოდან, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს მიულოცა თანამდებობის დაკავება  და ეფექტური მუშაობა უსურვა საქართველოში. https://armenpress.am/arm/news/1096923.html?

მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალსექტორული თანამშრომლობის შესახებ.

განხილული იქნა რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button