სრ თავდაცვის მინისტრმა, ჩინეთის ელჩმა და საელჩოს თავდაცვის საკითხებში სამხედრო ატაშემ თანამშრომლობის მიმდინარეობა განიხილეს

11 ნოემბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში ფან იუნი და სომხეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს თავდაცვის საკითხებში ახლად დანიშნული სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ან ციანი.
როგორც “Armenpress”-ს სამინისტროში განუცხადეს, სურენ პაპიკიანმა თავდაცვის საკითხებში სამხედრო ატაშეს ან ციანს თანამდებობის დაკავება მიულოცა და ახალი წარმატებები და პროდუქტიული მუშაობა უსურვა.
შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა ელჩს გააცნო აზერბაიჯანის უკანასკნელი სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება.
თანამოსაუბრეებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხეთ-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებს.
განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა, მისი განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობები.







