
15 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. თანამოსაუბრეებმა გაცვალეს აზრები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ, კერძოდ, 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოთქვა აშშ-ის მზადყოფნა გააგრძელოს მხარდაჭერა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების , ასევე მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა აშშ-ს ძალისხმევას და სახელმწიფო მდივნის ბლინკენის პირად ჩართულობას.
თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დისკუსიებს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დონის ამაღლებისკენ მიმართული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაზე.







