მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის სენატმა მიიღო  სომხეთის მხარდამჭერი და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შეთავაზების რეზოლუცია

საფრანგეთის რესპუბლიკის სენატმა მიიღო სომხეთის მხარდამჭერი და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შეთავაზების რეზოლუცია, იუწყება საფრანგეთში სომხეთის საელჩო. სხვა დებულებებთან ერთად საფრანგეთის სენატის რეზოლუცია:

– მოითხოვს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანას სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან და პატივი სცეს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს;

– მოუწოდებს ყველა სომეხი სამხედრო ტყვეს გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას;

– სთავაზობს, რომ საფრანგეთის მთავრობამ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაგეგმოს დიპლომატიური და ეკონომიკური ზომები აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული აგრესიის დასასჯელად, მათ შორის სანქციების გამოყენება, რომლებიც მიმართული იქნება აზერბაიჯანის ხელისუფლების აქტივებზე, ასევე გეგმავს ემბარგოს გამოყენებას აზერბაიჯანიდან გაზისა და ნავთობის იმპორტზე;

– ადასტურებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარების აუცილებლობას და სთავაზობს მთავრობას ჰუმანიტარული ოფისის შექმნას მთიან ყარაბაღში;

– სთავაზობს მთავრობას განიხილოს სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობის შესაძლებლობა.

რეზოლუცია წარმოადგინეს სენატორებმა ბრუნო რატაიომ, კრისტიან კამბონმა, ელიან ასასიმ, პატრიკ კანერმა, ერვე მარსელმა და ჟილბერტ-ლუკ დუვინასმა.

რეზოლუციის მიღების სხდომას საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ სომხეთის ელჩი საფრანგეთში ჰასმიკ ტოლმაჯიანი და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელი ჰოვჰანნეს გევორგიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button