კულტურა

სომხურ-გერმანულმა ექსპედიციამ გამოქვაბულში „ეღეგის-1“   6000 წლის წინანდელი ცხოველთა ძვლები იპოვა

სომხურ-გერმანულმა ერთობლივმა ექსპედიციამ საინტერესო და ღირებული აღმოჩენები მოახდინა ვაიოც ძორის „ეღეგის-1“ გამოქვაბულში.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა, კარენ აზატიანმა „არმპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ წლევანდელი გათხრების შედეგად გამოქვაბულში 7000-მდე ცხოველის ძვალი აღმოაჩინეს, რომელთა ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. https://armenpress.am/arm/news/1097258.html

„ეს არის 6000 წლის კატების, დათვებისა და პირუტყვის ძვლები. ფაქტია, რომ „ეღეგის-1“   მღვიმე დროებით თავშესაფრად გამოიყენებოდა“, – განაცხადა მან.

აზატიანმა თქვა, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს ბიოლოგთან, ექიმთან, პროფესორ ლევონ ეპისკოპოსიანთან ერთად ცდილობდნენ ეპოვათ უძველესი ადამიანის საცხოვრებლის კვალი ვაიოც ძორში.

ნახეთ მეტი
Back to top button