
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შვეიცარიის კონფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს მიშლინ კალმი-რეჰის უმასპინძლა.
როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატში განაცხადეს, მხარეებმა აზრები გაცვალეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით სომხური მხარის პოზიციებზე , სომხურ-აზერბაიჯანულ, ასევე სომხურ-თურქული ურთიერთობების მოწესრიგების საკითხებზე.
ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით თანმიმდევრული ნაბიჯების განხორციელებას.







